სიორიძე: საქართველოში რუსეთის ხელდასმული რეჟიმი ბატონობს... "ოცნება" ფაშიზმის და ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრეა

09.05.25 22:51
სიორიძე: საქართველოში რუსეთის ხელდასმული რეჟიმი ბატონობს... "ოცნება" ფაშიზმის და ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრეა

"დღეს რეჟიმმა დაინახა, რამხელა ძალა აქვს ხალხს" - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე ევროპის მოედანზე გამართულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც შეაფასა და თქვა, რომ "დღეს საქართველოში რუსეთის ხელდასმული რეჟიმი ბატონობს, რომელიც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრეა". 

დღეს რეჟიმმა დაინახა, რამხელა ძალა აქვს ხალხს, რომ პროტესტი არსად წასულა. ათეულობით ათასი ადამიანი თვეების განმავლობაში იდგა აქ. რეჟიმმა უნდა იცოდეს, რამდენი ვართ სინამდვილეში. დღეს არის ერთ დიდ ბოროტებაზე გამარჯვების დღე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე დიდმა ბოროტებმა საშინელი გახრწნა განიცადა და შეერწყა ერთმანეთს რუსეთის იმპერიის სახით. მათი ხელდასმული რეჟიმი ბატონობს, ფაქტობრივად, საქართველოში. ეს არ არის საქართველოს ხელისუფლება, ისინი იდეური მემკვიდრეები არიან ფაშიზმის, ბოლშევიზმის." - განაცხადა გიორგი სიორიძემ. 

ცნობისთვის, დღეს, 9 მაისს, ევროპის მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე სტუდენტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. 

მშვიდობიან დემონსტრანტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეურთდა. 

ამასთან, ევროპის მოედანზე სცენა მოეწყო, სადაც მოქალაქეები სიტყვით გამოვიდნენ. ადგილზე შეკრებილებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა მიმართეს.

სპეციალურად დღევანდელი დღისთვის სინდისის პატიმრებმა - ვეფხია კასრაძემ და ირაკლი ქერაშვილმა მიმართვა ჩაწერეს, რომელიც რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა ევროპის მოედანზე გააჟღერეს. 

მსგავსი სიახლეები