ივანიშვილმა მდინარაძე თანამდებობაზე ერთი კვირაც ვერ აიტანა - "ოცნების" ყოფილი ლიდერი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს
"ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძის ბედი უკვე გადაწყვიტა.
ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელმა "TV პირველთან" აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა მდინარაძე "ნაგავში უკვე მოისროლა", თუმცა მისი სირტვებით ირაკლი კობახიძე, ძმაკაცის გადარჩენას ცდილობს.
ხიდაშელი ხსნის, რომ ახალი სამინისტროს შექმნასა თუ გაუქმებას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, პარლამენტს კი კანონში ცვლილება ჯერ ვერ შეაქვს.
რაც შეეხება მამუკა მდინარაძის სამართალდამცავი უწყებებიდან ჩამოშორებას, "ქართული ოცნების" ყოფილი მინისტრის თქმით, როგორც კი მდინარაძემ ივანიშვილის "ხელდასმულ" ძალოვანებთან ხაზები გადაკვეთა, ის თანამდებობიდან გაუშვეს.
იმის ყველაზე მთავარი ნიშანი, რომ მამუკა მდინარაძის ბედი გადაწყვეტილი და დამთავრებულია, კობახიძე კი რაღაცებს იგონებს, არის ის, რომ პარლამენტს ჯერ ვერ შეაქვს ცვლილება კანონში, იმიტომ რომ სესიები არ არის.
ამის მიუხედავად, მდინარაძე მაინც გაათავისუფლეს იმ თანამდებიდან, რომელიც ფორმალურად ჯერ ისევ არსებობს და წარადგინეს თანამდებობაზე, რომელიც ფრმალურად ჯერ არ არსებიობს.
ანუ, ხვდებით რამხელა მიუღებლობა აქვს ბიძინა ივანიშვილს მამუკა მდინარაძის, რომ ერთი კვირაც კი ვერ აიტანა, ის ამ თანამდებობაზე დარენჩენილიყო და მოითხოვა მისი სასწრაფოდ გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობა, სანამ კანონი არ შეიცვლება არსებობს და ახალი თანამდებობა, სანამ კანონი არ შეიხცვლება არ არსებობს.
მდინარაძემ როგორც ჩანს, როგორც მას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ მართლა ამ თანამდებობაზე იყო და სამართალდამცავებთან რაღაც ტიპის კოორდინირებით და უფროსობით უნდა დაკავებულიყო.
როგორც კი გადაიკვეთა მისი გზები ივანიშვილის მიერ ხელდასმულ რეალურ, ნამდვილ შპს-ს მმართველებთან სამართალდამცავ სისტემაში, მაშინვე კობახიძემ მიიღო დავალება, რომ ამ ბიჭს რაღაც ზედმეტები მოსდის და სასწრაფოდ სახლში გაუშვითო.
კობახიძე დაკავებულია თავისი ძმაკაცის შრომითი მოწყობით - არ ემეტება, ენანება ნაგავში გადასაგდებად, რისთვისაც როგორც ჩანს, ბიძინამ ის უკვე გაიმეტა და პარლამენტიც ასეთი მონური მორჩილებით ასრულებს ამ დავალებას"- აცხადებს თინა ხიდაშელი.
ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ამასთან, სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;
"ქართული ოცბნების" გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.
ასევე ნახეთ:
- არ იციან, რა უყონ მდინარაძეს - "ოცნების" ყოფილმა ლიდერმა სამთავრობო ცვლილებებს "უნიჭო კარუსელი" უწოდა
- ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია
- სოფელში გაგზავნილი გამოუსადეგარი ნივთი - კუპრაძე მამუკა მდინარაძეზე
- მდინარაძე, რომელიც ჩინ-მედლებით "გვებლატავებოდა", საკუთარმა გუნდმა გაანულა - ანა ბუჩუკური
- ოპოზიცია ასახელებს შესაძლო მიზეზებს, რატომ "მოიძულა ივანიშვილმა მდინარაძე"
- რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქო