ხელისუფლებაში მყოფი კოზანოსტრა ღარიბაშვილს ემუქრება, შენს ოჯახზე მივიტან შეტევას, თუ ხელს არ მოაწერ საპროცესოსო - კუკავა
"ხელისუფლებაში არის კოზანოსტრა, სიცილიური მაფიოზური კლანი, რომელიც პატიმარს ემუქრება, რომ შენს ოჯახზე მივიტან შეტევას, თუ შენ ხელს არ მოაწერ საპროცესო შეთანხმებას" - ამის შესახებ "პირველებთან" “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა.
კუკავას თქმით, ის ადამიანები, ვინც ღარიბაშვილის სადღეგრძელოებს ფეხზე დამდგარი სვამდა, ახლა მას უბადრუკ ადამიანს უწოდებს.
ასეთი ჯიშის და ბიოლოგიური შემადგენლობის ქართველი, რაც ჩვენ დღეს ვოლსკის და მისი მეგობრების სახით ვნახეთმ სიახლეა საქართველოსთვისაც კი - ამბობს კუკავა.
ხელისუფლებაში არის კოზანოსტრა, სიცილიური მაფიოზური კლანი, რომელიც პატიმარს ემუქრება, რომ შენს ოჯახზე მივიტან შეტევას, თუ შენ ხელს არ მოაწერ საპროცესო შეთანხმებას. ხალხი რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს სად და სად არ ჰკოცნიდა, ყველაფერს ვერ ვიტყვი, მის სადღეგრძელოებს სვამდა ფეხზე დამდგარი, ფეხქვეშ იყო გაგებული და მის კაბინეტში შესვლას ცდილობდა, დღეს საუბრობს, რომ თურმე ეს არის უბადრუკი ადამიანის უბადრუკი განცხადება - როდესაც მას ყველაზე მეტად დასჭირდა და როდესაც მის ოჯახს ემუქრება საფრთხე. პოლიტიკის მიღმა არის ეს ადამიანური განზომილებაც, რომ გვინახავს ჩვენ მხედრიონი, შევარდნაძე, სააკაშვილი, მაგრამ ასეთი ჯიშის და ბიოლოგიური შემადგენლობის ქართველი, რაც ჩვენ დღეს ვოლსკის და მისი მეგობრების სახით ვნახეთ ჩვენ ტელევიზორში, ტავის ყოფილ მეგობარს როგორ უტევენ და თავს ესხმიან, როცა მის ოჯახს საფრთხე ემუქრება, ეს რაღაც სიახლეა საქართველოსთვისაც კი", - აცხადებს კახა კუკავა.
ცოტა ხნის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა დაადასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაანონსებულ განცხადებას საზოგადოება დღეს იხილავს - ლილი გელაშვილმა დღეს ყოფილი პრემიერი რუსთავის ციხეში მოინახულა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.
- ღარიბაშვილის წერილი: ჩემს ოჯახზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება
- ღარიბაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც ივანიშვილის სახელით გაუგზავნეს
დღეს ღარიბაშვილის წერილზე "ოცნებაში" პირველი კომენტარები გაკეთდა:
- მისთვის პრობლემური განცხადებაა - კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს
- კობახიძე ირწმუნება, რომ ღარიბაშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოება "თავიდან ბოლომდე დაცულია"
- კობახიძე პასუხობს კითხვას, ესაუბრა თუ არა ივანიშვილს ღარიბაშვილის წერილის შესახებ
- ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს