"ოცნების" დეპუტატები პარლამენტს სპეცრაზმის დაცვით ტოვებენ

16.04.24 21:14
"ოცნების" დეპუტატები პარლამენტს სპეცრაზმის დაცვით ტოვებენ

"ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტს სპეცრაზმის დაცვით ტოვებენ. რუსული კანონის განხილვა სასესიო სხდომაზე დღეს დასრულდა, კენჭისყრა ხვალ გაგრძელდება.

პარლამენტის ჭიშკარი სპეცრაზმს აქვს დაკავებული, ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, არც მედიას აქვს მიახლოების საშუალება.

ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - არა რუსულ კანონს! 

ოპოზიცია კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. სხდომა დღეს დაპირისპირების, ხმაურისა და გინების ფონზე მიმდინარეობდა.

პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობის სამარტალდამცავები. სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს

მსგავსი სიახლეები