ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა - TI შსს-ს მიმართავს

17.04.24 01:53
ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა - TI შსს-ს მიმართავს

თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მიმართავს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების - “პუბლიკას” (https://bit.ly/3JhVbhL), “ტაბულასა” (https://bit.ly/3W2hLma) და “აპრილის” (https://bit.ly/3vUtVTd) ჟურნალისტებს - ალექსანდრე ქეშელაშვილს, გიორგი ბადრიძესა და გიორგი ბასხაჯაურს. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” შეახსენებს სამართალდამცველ უწყებებს, რომ ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა. 
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა, ასევე უზრუნველყოს მედიის წარმომადგნლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.," - წერია განცხადებაში.

სპეცრაზმელებმა აქციაზე "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს სცემეს:

რუსთაველზე მასიური დაკავებები დაიწყო - სპეცრაზმი აქციის მონაწილეებზე ძალადობს და აკავებს:

მსგავსი სიახლეები