დამიზნებით სახეში და თავში მირტყამდნენ, ჭკუას ისწავლიო - "აპრილის" ჟურნალისტი
გამოცემა "აპრილის" ჟურნალისტი, გიორგი ბასხაჯაური "ტვ პირველთან" ყვება, რომ მას სპეცრაზმი იმ დროს გაუსწორდა, როცა ადგილზე ტელეკამერები არ იყვნენ.
"დამიზნებით სახეში და თავში მირტყამდნენ"- ამბობს ჟურნალისტი.
როგორც კი მედია გავიდა, შემათრიეს ჯგუფში და რამდენიმე სპეცრაზმელი თავსა და სახეში მირტყამდა, ერთ-ერთ მათგანს ჰომოფობიური მოწოდებები ჰქონდა. ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ალბათ, ამიტომ არ დამაკავეს, თუნცა მითხრეს, რომ "ჭკუას ისწავლიო" - ამბობს გიორგი ბასხაჯაური.
სპეცრაზმელებმა აქციაზე "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს სცემეს:
- პარლამენტთან სპეცრაზმელებმა გამოცემა "აპრილის" ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურსაც სცემეს.
- სპეცრაზმელებმა ტაბულას ჟურნალისტს სცემეს
- სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს სცემეს
რუსთაველზე მასიური დაკავებები დაიწყო - სპეცრაზმი აქციის მონაწილეებზე ძალადობს და აკავებს:
- "თავშიც მომხვდა, რომ დავვარდი ძირს, ფიზიკურად მისწორდებოდნენ,“ - ამის შესახებ „პირველებთან“ ერთ-ერთი მოქალაქე ყვება.
- იარაღებით გამოგვეკიდნენ - სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებზე ნადირობა ჩიხებში დაიწყო (ვიდეო)
- მომხვდა სპეცრაზმელის მუშტი. ზოგს თავში მოხვდა, ზოგს ნეკნებში, დუბინკებს აქტიურად იყენებდნენ - სიხარულიძე