საქართველოს საკითხს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ

18.04.24 17:11
საქართველოს საკითხს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ

საქართველოს საკითხს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. ევროპული საბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ლიდერები საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და რუსულ კანონზე იმსჯელებენ.

ეს საკითხი დღის წესრიგში არ იყო, თუმცა ევროპელი ლიდერები "ოცნების" გადაწყვეტილებით შეშფოთებულები არიან.

პარტნიორების მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას საქართველოს პარლამენტში:

მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო. საბჭოს დღის წესრიგში ეს თემა შეტანილი არ იყო, თუმცა ზურაბიშვილი იმედოვნებდა, რომ მოხდება ამ საკითხის განხილვა.  

მსგავსი სიახლეები