ეს ხარება რა ვერ მოვიცილეთ? დეპუტატს პოლიციელი რომ ასე ეპყრობა, ძალიან საშიშია, ჯაჭვს გამოიწვევს - ჩარკვიანი
„ეს ხარება რა ვერ მოვიცილეთ, ვინ გდია? იმ ხარებაზე იმ წლებში ვლაპარაკობდი, ვინ არის ეს კაცი, რა ჯავშანი აქვს მოქალაქეობრივი, ამიხსენით ვინმემ, ამას მიხედვა უნდა“ - ამ განცხადებით თაკო ჩარკვიანმა შს მინისტრს მიმართა.
დეპუტატი დაინტერესდა, რა იმუნიტეტი იცავს ზვიად ხარაზიშვილს - იგივე „ხარებას“.
თაკო ჩარკვიანმა შს მინისტრს მიმართა ალეკო ელისაშვილზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დაუსჯელობა გამოიწვევს ჯაჭვს.
არის იმუნიტეტი, რომელთანაც ასე მოპყრობა სახელმწიფოებრივად ძალიან საშიშია - კვლავ იმ ქვეყანას მაგონებს, რომელსაც რუსეთი ჰქვია, იმიტომ, რომ არსებობს ფორმები, მაგრამ არა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ.
აბსოლუტური კატასტროფაა და არა ამ ერთი პერსონის მიმართ. დეპუტატს, რომელსაც იმუნიტეტი იცავს, პოლიციელი ქუჩაში ასე ეპყრობა, ეს სახელმწიფოებრივად ძალიან საშიშია. ინციდენტი რომ მოხდა, ძალიან ცუდი სანახავი იყო ალეკოს მხრიდან მეთქი, მაგრამ არავინ აღნიშნეთ გუბაზ სანიკიძეს ჯოგივით წიხლებს, რომ ურტყამდნენ, ეს ჯაჭვს იწვევს, ჯაჭვს გამოიწვევს - მერე თქვენ არ გაგიკვირდეთ, იმუნიტეტის აყრა თუ შეიძლება პოლიციელის მხრიდან შუა ქუჩაში, მერე არაფერი გაგიკვირდეთ, ჯაჭვს გამოიწვევს," - ამბობს ჩარკვიანი.
არ შეიძლება ქალბატონო თამარ, გასაგებია, რომ პოლიტიკოსი შეაფასო, თქვენ საუბრობთ პოლიციელებზე და გთხოვთ, ეთიკის ფორმებში. პოლიციელზეა, რა მნიშვნელობა აქვს, მხოლობითია,“ - უპასუხა პაპუაშვილმა ჩარკვიანს.
სასტიკ ანგარიშსწორებას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდა, ანზორ ჩუბინიძე კი ზედამხედველობას უწევდა.
ტვ პირველის მიერ გადაღებულ კადრებში ორივე მაღალჩინოსანი ადვილი გასაშიფრია:
- ელისაშვილის წინააღმდეგ სასტიკ ანგარიშსწორებას სირაძე ხელმძღვანელობდა, ჩუბინიძე ზედამხედველობას უწევდა - ექსკლუზიური კადრები
- ცხარე კამათი მომივიდა ანზორ ჩუბინიძესთან, ამის შემდეგ წამიყვანეს დიდუბის პოლიციაში, კარგი ნაბეგვი ვარ - ელისაშვილი