სირცხვილია, რომ აქ გვესაუბრები ძალადობაზე და ხარება კვლავ სამსახურშია... ვინ მფარველობს? - ახვლედიანი გომელაურს

19.04.24 13:58
სირცხვილია, რომ აქ გვესაუბრები ძალადობაზე და ხარება კვლავ სამსახურშია... ვინ მფარველობს? - ახვლედიანი გომელაურს

„არ რეაგირებთ შესაბამისად ამ ფაქტებზე, ძალადობა არის წახალისებული საქართველოს პარლამენტში და ეს აისახება სხვა სივრცეებში, სხვა ტიპის ძალადობებზე,“ - ამ სიტყვებით მიმართა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

არმაზ ახვლედიანმა მოსთხოვა პასუხი შს მინისტრს - ვინ არის ხარება, რომლის პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა.

ახლვედიანის თქმით, არსებობს კადრები, როგორ უსწორდებიან მოქალაქეებს სამართალდამცავები, არსებობს ვიდეომასალა, როგორ ურტყამენ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს და მოუწოდებს შს მინისტრს, დააყენოს ამ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი.

თქვენთვის ნორმალურია ეს ბილწსიტყვაობა? ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ბილწსიტყვაობდეს და ძალადობდეს ის, ვის ხელშიც არის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება, რომ იცავდეს კანონს, საზოგადოებრივ წესრიგს, მე ვსაუბრობ პოლიციელებზე, რომელთა დიდი ნაწილი, მინდა დავიჯერო, არის კეთილსინდისიერი მოქალქე, პატრიოტი, მაგრამ რა ვუყოთ იმ ჯგუფს, არ ვიცი რამხელას, იმ ჯგუფს პოლიციის სისტემაში, რომელიც ძალადობდნენ და ძალადობა წესად აქციეს. ის, რაც ვიხილეთ დეპუტატ ელისაშვილის შემთხვევაში, არის ყველაზე უფრო სამწუხარო, მაგრამ პირდაპირი დასტური, ვნახეთ ეკრანზე, რომ ყველას თანდასწრებით მოქალაქეზე, მითუმეტეს პარლამენტის წევრზე ძალადობს პოლიცია.

არ ვიცი, რა იქნება დასკვნა, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ ჩვენ, იხილეთ თქვენ. მაგრამ თქვენ, როგორც მინისტრს, გამოძიების გარეშეც გაქვთ უფლებამოსილება რომ შესაბამის თანამდებობის პირებს მოსთხოვოთ პასუხი.

როგორ ხდება, რომ ხარება - მე ერთი ხარება ვიცი, 7 აპრილს რომ აღინიშნება და ამ სახელის მატარებელი არ უნდა გამოირჩეოდეს სისასტიკით, ძალადობით, და ეს სირცხვილია, და სირცხვილია, რომ თქვენ გვესაუბრებით ინტერპელაციის ფორმატში ძალადობაზე და ეს ადამიანი კვლავ სამსახურშია, ვინ არის მისი მფარველი, ვინ არის მფარველი, რომ ეს ადამიანი, წინა ხელისუფლებაში განსაკუთრებული მოძალადე დღესაც ამ ტრადიციას აგრძელებს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და ვინ არის ის თავად ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას და შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, დარწმუნებული ვარ, რომ ადგება სხვა სახის პასუხისმგებლობაც მის მიმართ,“ - ამბობს არმაზ ახვლედიანი.

სასტიკ ანგარიშსწორებას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდა, ანზორ  ჩუბინიძე კი ზედამხედველობას უწევდა.

ტვ პირველის მიერ  გადაღებულ კადრებში ორივე მაღალჩინოსანი ადვილი გასაშიფრია:

პარლამენტში მისული შს მინისტრი დეპუტატების კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ "სამწუხაროა" ის, რაც ალეკო ელისაშვილს შეემთხვა.

 

მსგავსი სიახლეები