რუსული კანონის განხილვისას დარბაზს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც ატოვებინებენ

29.04.24 15:11
რუსული კანონის განხილვისას დარბაზს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც ატოვებინებენ

რუსული კანონის განხილვისას დარბაზს ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც ატოვებინებენ.

პირველი ლიკა საჯაიაა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა.

მანამდე, მას კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცა. 

სიტყვით გამოსვლის შეზღუდვა გრძელდება - ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა იურიდიულ საკიხთა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრის და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევს არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ხატია დეკანოიძე, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი - კომიტეტი კიდევ სამ ოპოზიციონერს დაატოვებინეს. მანამდე, იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანა წითლიძე გამოაძევეს. დარბაზი სალომე სამადაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, გიორგი ვაშაძეს, თაკო ჩარკვიანს, ქეთევან თურაზაშვილს, თამარ კორძაიას და ლევან ხაბეიშვილს დაატოვებინეს.