შსს: რეზინის ტყვია არ გამოგვიყენებია - რას ამბობენ "პირველების" რესპონდენტები (ფოტოები დღევანდელი დარბევიდან)

02.05.24 02:22
შსს: რეზინის ტყვია არ გამოგვიყენებია - რას ამბობენ "პირველების" რესპონდენტები (ფოტოები დღევანდელი დარბევიდან)

გამოიყენა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეზინის ტყვიები? - გომელაურის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადების მიუხედავად, (რომ უწყებას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია), არსებობენ დაშავებულები, რომლებიც კამერების წინ ამბობენ, რომ მძიმე დაზიანებები სწორად რეზინის ტყვიებით მიაყენეს. 

  • "პირველების" კორესპოდენტმა რეზინის ტყვიის ფოტო სწორედ რუსთაველის გამზირზე გადაიღო და რედაქციაში რამდენიმე წუთის წინ გამოგზავნა.

რამდენიმე საათის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს რეზინის ტყვიების შესაძლო გამოყენების შესახებ კითხვა "ტვ პირველის" კორესპოდენტმა დაუსვა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით: „შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია“.

„რა იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისროდნენ?! დაინახეთ“?! - უთხრა მან მედიას.

დარახველიძის მტკიცებით, პარლამენტის შესასვლელთან შსს-მ წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. 

რას ამბობენ TVPIRVELI-ის რესპონდენტები: 

  1. "თავში გაარტყეს რეზინის ტყვია" - პარლამენტთან კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა
  2. თვალი გადარჩა, რეზინის ტყვია წარბის არეში აქვს მოხვედრილი - აქციაზე დაშავებულის მამა
  3. დაგვხვრიტეს, მარტო მე კი არა, ბავშვები. (რეზინის ტყვიებია), აბა, ეს რა არის? - რას ყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე
  4. რთულია იმის თქმა, დამიზნებით მესროლეს თუ არა, მაგრამ რეზინის ტყვია მომხვდა - ყურუა
  5. კობერიძე: ტყვიაც მქონდა და გამომიღეს, არ გამომატანა სასწრაფომ, ეტყობა, რომ არ „გაბაზრდეს“, არ გადაიღო ფოტოო
  6. აქციაზე ორი რეზინის ტყვია მომხვდა - კიდევ ერთი დაშავებული მომიტინგე