"არ შეესაბამება სიმართლეს" - როგორ პასუხობს ევროკომისიის პრესსპიკერი კობახიძის ბრალდებებს

23.05.24 20:59
"არ შეესაბამება სიმართლეს" - როგორ პასუხობს ევროკომისიის პრესსპიკერი კობახიძის ბრალდებებს

ევროკომისია პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრალდებაზე, სავარაუდოდ, ოფიციალურ პასუხს გეგმავს - ინფორმაციას  POLITICO ავრცელებს.

სტატიაში, სადაც პრემიერ ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზეა საუბარი, აღნიშნულია, რომ ევროკომისიისგან ოფიციალური პასუხი უმოკლეს ვადაში იგეგმება.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, საერთაშორისო გამოცემასთან ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირ თქვა, რომ "ეს სიმართლეს არ შეესაბამება". 

გამოცემა წერს, რომ ირაკლი კობახიძეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მის ბრალდებებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მთავრობის მეთაური ამტკიცებს, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა:

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - წერს კობახიძე საგანგებო განცხადებაში.

რა შეფასებები მოჰყვა პრემიერის განცხადებას:

მსგავსი სიახლეები