ხიდაშელი კობახიძეზე: პირველად გააკეთა კავშირი, რომ გლობალური ომის პარტია ეს არის ევროკავშირი და მისი კომისრები
„პრემიერმა პირველად ოფიციალურად გააკეთა კავშირი, რომ გლობალური ომის პარტია ეს არის ევროკავშირი და მისი კომისრები... ყველაზე შემაძრწუნებელი ნაწილი აქ იყო, იმიტომ, რომ აქამდე ამ კითხვაზე პასუხს ერიდებოდნენ,“ - ამ განცხადებას თინა ხიდაშელი აკეთებს და პრემიერ ირაკლი კობახიძის საგანგებო განცხადებას ეხმაურება.
თინა ხიდაშელის თქმით, უფრო მძიმე განცხადებებს უნდა ელოდოს საზოგადოება „ოცნებისგან“.
სინამდვილეში, სლოვაკეთში სხვა რამეს ამბობენ, რომ კვალი იმ ადამიანის, რომელიც დაპატიმრებულია ფიცოს მკვლელობის მცდელობისთვის, მიდის რუსულ გასამხედროებულ დაჯგუფებებთან, ეს ოფიციალური ინფორმაციაა.
არავითარი კონსპირაციები საჭირო არ არის, სლოვაკეთში გამოძიებამ დაადგინა კვალიც, გაყვა მის წარსულს, თავის დროზე ის იყო ერთ-ერთი რუსული გასამხედროებული დაჯგუფების წევრი. აქ რაღაც კონსპირაციების ძებნა, რომ ვიღაც გლობალური ომის პარტიაა, ან შეიძლება კობახიძე თვლის, რომ რუსეთის გლობალური ომის პარტიის სათავეში და ამდენი ხანი გვიმალავდა და მაშინ გვითხრას და ყველაფერი ნათელი8 გახდება.
თავისთავად ეს განცხადება ვფიქრობ, რომ სრულიად სხვა დონეა სიგიჟის, ქვეყნის ყველანაირი რაციონალური რელსიდან აცდენის და ეს განცხადება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველად ოფიციალურად გააკეთა კავშირი, რომ გლობალური ომის პარტია ეს არის ევროკავშირი და მისი კომისრები,“ - ამბობს ხიდაშელი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მთავრობის მეთაური ამტკიცებს, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა:
„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - წერს კობახიძე საგანგებო განცხადებაში.
რა შეფასებები მოჰყვა პრემიერის განცხადებას:
- აბსურდია - პარანოიული შიშებით შეპყრობილი, ვერშემდგარი შეშინებული დიქტატორის და პრემიერის - ბოკუჩავა კობახიძეზე
- საქართველოს პრემიერის სავარძელში ზის კრემლის პროპაგანდისტი კობახიძე - ნაცვლიშვილი
- ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე გენპროკურორის გადადგომის თემა უნდათ, რომ გადაფარონ - ვაშაძე პრემიერზე
- პაპუაშვილი პრემიერის განცხადებაზე: მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია
- დღესვე ველოდები ევროკომისიის პრეზიდენტის ან EU-ს დელეგაციის კომენტარს სრულიად წარმოუდგენელ ბრალდებაზე, რომელიც მოვისმინეთ კობახიძისგან - გიგიაძე
- რომელ ევროკომისართან ჰქონდა პრემიერ ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბარი? - რას წერს იოზვიაკი