მომზადება არ მჭირდება, მე ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, ნაბრძოლი ვარ - რუსული კანონის მხარდამჭერი
"საქართველოსთვის თუ ვინმე დამასანქცირებს, საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, ეს იქნება საამაყო", - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი პაატა კვიჟინაძე აკეთებს.
რუსული კანონის მხარდამჭერი ამბობს, რომ სანქციების არ ეშინია.
ამერიკას აქვს კანონი და ჩვენ გვეუბნება, რომ თუ იგივეს მიიღებ, დაგასანქცირებ. ამერიკის აქვს თავისი ინტერესი, მას ჰყავს დიდი მტრები ჩინეთის და რუსეთის მხრივ, მისთვის მთავარი ინტერესია ახლა, მის გარშემო შექმნას ცეცხლის რკალი. (სანქცირებაზე) მე მომზადება არ მჭირდება, მე ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, ნაბრძოლი ვარ, რაღაც სანქციების გულისთვის,“ - ამბობს პაატა კვიჟინაძე.
დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით იმეორებენ, რომ სანქცირების არ ეშინიათ და რუსული კანონს მაინც მიიღებენ.
საქართველოს სუვერენიტეტი იქნება დაცული სანქციების მიუხედავად,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:
- "სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა" - "ოცნების" ოფიციალური პასუხი აშშ-ს
- ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა - მდინარაძის პასუხი აშშ-ის
- რას ამბობს სანქცირებაზე ამერიკული არდადეგების მოყვარული დეპუტატი ალუდა ღუდუშარი
- ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა გაწირა ქვეყნისთვის თავი.. მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს გზა - კაჭარავა
- ეს პასუხი მექნება - არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე
- რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? (სანქციებს) ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
- "ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება" - ხაბარელის პასუხი აშშ-ის
- წილოსანი: პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას
- "დამასანქცირონ, კაკრაზ მაგის არ მეშინია, ზუსტად, არც ტენდერი მომიგია" - რუსული კანონის მხარდამჭერი ენუქიძე