უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! - მდინარაძე
"უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძე ეხმაურება სახდეპის სანქციებს და "ცოტა უფრო სერიოზულად" უდგება საკითხს და რამდენიმე კითხვას სვამს:
მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს.
მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო!
ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით.
არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ აგერ უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა “რუსულის” ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ!" - წერს მდინარაძე.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.
როგორ ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში სახდეპის სანქციებს:
- "არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია", - ასე ეხმაურება სახდეპის სანქციებს კახა კალაძე.
- კალაძე: ბოლოს ამერიკაში ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი და არც მაქვს სურვილი წასვლის
- "თქვენ სანქციებს ხედავთ? მე ვერ გადავალ? ჩვენ სანქციების არ გვეშინია" - არის თუ არა ბერაია სანქცირებულთა სიაში
- გვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ - ხუნდაძე