კალაძე: ბოლოს ამერიკაში ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი და არც მაქვს სურვილი წასვლის
"ბოლოს ამერიკაში ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი და მის მერე არ ვყოფილვარ და არც მაქვს სურვილი წასვლის," - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს.
კალაძე სახდეპის სანქციებს ეხმაურება და ამბობს, რომ სანქციებზე არ ნერვიულობს, თანაც განმარტავს, რომ ამერიკაში წასვლის სურვილი არ აქვს.
ჟურნალისტი: თქვენს სახელს და გვარს თუ ელოდებით სანქცირებულთა სიაში?
კალაძე: მე არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. მაგაზე მეტი სანერვიულო ღმერთს ვთხოვ, რომ არ მომცეს ცხოვრებაში და ნურც თქვენ ნუ ინერვიულებთ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.
როგორ ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში სახდეპის სანქციებს:
- "არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია", - ასე ეხმაურება სახდეპის სანქციებს კახა კალაძე.
- "თქვენ სანქციებს ხედავთ? მე ვერ გადავალ? ჩვენ სანქციების არ გვეშინია" - არის თუ არა ბერაია სანქცირებულთა სიაში
- გვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ - ხუნდაძე