ზუკა ბერძენიშვილის ცემა პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა - გირჩი-დროა

11.06.24 17:10
ზუკა ბერძენიშვილის ცემა პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა - გირჩი-დროა

პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა - პარტიები გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა ზუკა ბერძენიშვილის ცემასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ცემა პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა და პარლამენტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის დამნაშავეა. მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილი ექსტრემიზმში დაადანაშაულა, აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო ადამიანის მიზანში ამოღება, წაქეზება, რაც, სამწუხაროდ, არც პირველია და არც უკანასკნელი. ხელისუფლება ყოველდღიურად ფიზიკურად უსწორდება კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს დისკომფორტს უქმნიან.

რეპრესიის მიუხედავად, საზოგადოება უპრეცედენტოდ ერთიანი და უკომპრომისოა. რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ვერანაირი მუშტი ვერ გააჩერებს. ყველამ, ვინც რეჟიმის ბინძურ დავალებას ასრულებს, უნდა იცოდეს, რომ ყველა მათგანის ვინაობა გასაჯაროვდება და კანონის წინაშე, დამკვეთებთან ერთად, აგებენ პასუხს". - წერია პარტიების განცხადებაში.

ნაცემი აქტივისტის მეგობრის, სალომე ბარკერის ცნობით, ბერძენიშვილს ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა. 

თავად ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასტიკად ცემის დროს, მას ერთ-ერთი თავდამსხმელი ფიზიკური ანაგარიშსწორებით დაემუქრა.

თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული. 

 

მსგავსი სიახლეები