"ქართული კოშმარი" ვერ მართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით - როთი
"თუ ხელისუფლება თავს ესხმის უდანაშაულო მოქალაქეებს, ეს თავს ესხმის ევროპულ ღირებულებებს," - ამ განცხადებას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარმ, მიხაილ როთი აკეთებს და ზუკა ბერძენიშვილის ცემას ეხმაურება.
როთის შეფასებით, ხელისუფლება, რომელიც უდანაშაულო მოქალაქეებს სცემს, ის თავს ესხმის ევროპულ ღირებულებებსაც.
ისევ და ისევ და ისევ:
როცა ისინი დაბლა მიდიან, ჩვენ მაღლა მივდივართ.ქართული კოშმარი ვერ მართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით. თუ ხელისუფლება თავს ესხმის უდანაშაულო მოქალაქეებს, ეს თავს ესხმის ევროპულ ღირებულებებს.
გაიმარჯვებს დემოკრატია, თავისუფლება + ღირსება. ადრე თუ გვიან," - წერს როთი.
ნაცემი აქტივისტის მეგობრის, სალომე ბარკერის ცნობით, ბერძენიშვილს ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
თავად ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასტიკად ცემის დროს, მას ერთ-ერთი თავდამსხმელი ფიზიკური ანაგარიშსწორებით დაემუქრა.
თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული.