"ქართული ოცნების" ახალი ოფისის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა

16.07.24 20:22
"ქართული ოცნების" ახალი ოფისის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა

 

 

ქართული ოცნების ახალი ოფისის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

ოფისის პრეზენტაციაზე ივანიშვილი კამერებმა შენობის აივანზე დააფიქსირა, სადაც ის მთავრობის მეთაურთან,პარტიის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა.

ივანიშვილი საჯაროდ ბოლოს 29 აპრილს გამოჩნდა, როდესაც რუსული მარშის შემდეგ პარლამენტთან შეკრებილებს დაპირდა, რომ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დაიწყებოდა

მსგავსი სიახლეები