კობახიძე ჰერჩინსკის "ურჩევს", პოლიტიკის თეორიის სახელმძღვანელოს გადახედოს
საქართველოს პრემიერი ბრიუსელის კრიტიკას ისევ კრიტიკით პასუხობს. ირაკლი კობახიძემ ელჩ ჰერჩინსკის მწვავე გზანილებს უპასუხა და მას არაობიექტური უწოდა. საქმე დიპლომატის იმ განცხადებას ეხება, სადაც ჰერჩინსკიმ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნება, მაშინ "საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030-ში".
მთავრობის მეთაuრი ევროკავშირის ელჩს ურჩევს, "პოლიტიკის თეორიის სახელმძღვანელოს გადახედოს".
არ მინდა ამ სიღრმეში შევიდე. სამწუხაროდ, ეს განცხადება არ არის ობიექტური. როცა საუბარია ერთპარტიულობაზე, ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება, ეს არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს არის ხალხის არჩევანი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. ეს ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ამოიკითხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ც გამოდის ერთპარტიული სახელმწიფო, უკრაინა, მოლდოვა, სხვა კანდიდატი ქვეყნები. ეს ხომ აბსურდია? ამიტომ, მე ყველას ვურჩევ, რომ კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის სახელმძღვანელოებს, სამართლის სახელმძღვანელოებს. მე ვისურვებდი, მეტ ობიექტურობას, თუმცა აქაც ვიტყვი ერთ რამეს, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. როგორც კი გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, სხვა ქვეყანაში არჩევნებს ვგულისხმობ, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე დასრულდება ეს არასწორი შეფასებები და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-აშშ-ს შორის, - თქვა კობახიძემ.
ევროკავშირის ელჩის გაფრთხილება - პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ გარდაიქმენა, ოპოზიცია აიკრძალება, ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციები და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აღარ იარსებებს და თუ ადამიანის უფლებებიდ აცული არ იქნება, მაშინ "საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და 2030-ში".
ელჩის განცხადებები სრულად:
- რა შემთხვევაში არ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი "არც დღეს, არც ხვალ და არც 2030-ში" - ჰერჩინსკის გაფრთხილება
- ჰერჩინსკი: ეს არჩევნები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ
- ჰერჩინსკი: ევროკავშირის პოზიციაა, რომ სწორედ "ოცნების" ქმედებებმა გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება საქართველოსა და EU-ს შორის
- ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობისა და "ოცნების" ოფიციალურ პირებს შორის შეჯიბრია, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას EU-ს ყველაზე ძლიერად
- ჰერჩინსკი: თუ ქართველები ხმებით გადაწყვეტთ, არ გააგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მაშინ საქართველო დაკარგავს მთლიან ფინანსურ დახმარებას