ივანიშვილს გახარიასი ყველაზე მეტად ეშინია - ბუჩუკური
პარტია "გახარია საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერისა და მისი თანაგუნდელების გასამართლების მუქარას "ტვ პირველის" ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს მათი ეშინია.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, სწორედ გახარია და მისი გუნდია ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების გასაღები.
ამაზე დიდი ხანია ''ოცნება'' ყურადღებას ამახვილებს და თვითონ ივანიშვილი და ეს ინტერვიუ დღეს, რაც გავიდა, ინტერვიუს ვერც დავარქმევ, დადგმული საუბრებია. მიზეზი, რის გამოც გახარიას ასე მუდმივად თავს ესხმის და მან დღეს დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდი უფრო საფრთხე ყოფილა, ვიდრე ''ნაციონალურ მოძრაობა'' და ამას დიდი ხანია ''ოცნების'' ლიდერებს ალაპარაკებს ჩვენზე. ამას მარტივი ახსნა აქვს, ''ნაც მოძრაობა'' დღეს არის მისთვის კომფორტული პარტნიორი და ზუსტად გახარიაა ის გასაღები, რომელიც არის ივანიშვილის დამარცხების გასაღები. დღეს გაშვებულ ინტერვიუშიც ამაზე ისაუბრა და დაადასტურა. გახარია და გახარიას გუნდი არის ივანიშვილის დამარცხების გასაღები და სწორად ეშინია მას ყველაზე მეტად გახარიასი, უბრალოდ რასაც ვერ ცვლის არის, რომ გახარიას და გახარია გუნდს, ვერასდროს ვერ შეეშინდება ასეთი ადამიანების, იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით იდეას და ღირებულებებს", - ამბობს ანა ბუჩუკური.
ცნობისთვის, დღეს, 21 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილი "ტვ იმედის" ეთერიდან გიორგი გახარიასა და მის პარტიას გასამართლებით დაემუქრა.
ასევე წაიკითხეთ, რა გზავნილები გააჟღერა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ მაგდა ანიკაშვილთან ინტერვიუს დროს.
- "გლობალური ომის პარტია პირველად მე ვთქვი" - ივანიშვილი
- სიტყვა სტიგმატიზება არ ვიცოდი, კობახიძემ მასწავლა - ივანიშვილი
- ივანიშვილი: გარეწარ გახარიას და მასთან ერთად მდგომ პირებს გავასამართლებ
- "ოცნებაც" ამოუვიდა, ალბათ, ხალხს ყელში... ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე" - ივანიშვილი
- ივანიშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ელჩთან შეხვედრა არჩევნების შემდეგ აქვს ჩანიშნული
- რატომ არ ხვდებოდა ამერიკის ელჩს ივანიშვილი? - "ოცნების" თავმჯდომარის ვერსია
- საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიაა, რაც მგონი, ევროპას აკლია - ივანიშვილი
- ყველაფერი დამიყადაღეს, შეძენილი ვერტმფრენი გერმანიიდან რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე - ივანიშვილი
- ბიძინა ივანიშვილი: "სანქციებს აღარ ველოდები"