ივანიშვილის ინტერვიუ საუკეთესო კატალიზატორი იყო იმისი, თუ რა რეიტინგები აქვს მმართველ გუნდს - მეტრეველი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, დეა მეტრეველი ბიძინა ივანიშვილის მიერ ''ტვ იმედისთვის'' მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ''ინტერვიუ საუკეთესო კატალიზატორი იყო იმისი, თუ რა რეიტინგები აქვს მმართველ პარტიას".
ამასთან, დეა მეტრეველი აცხადებს, რომ ''ქართული ოცნების'' საპატიო თავმჯდომარე მოსახლეობას გამოგონილი საფრთხეებით აშინებს.
საუკეთესო კატალიზატორი იყო ეს ინტერვიუ იმისი, თუ რა რეიტინგები აქვს მმართველ გუნდს და როგორ იხვეწება ამ გუნდის საპატიო თავმჯდომარე მოსახლეობასთან ხმებს. აშინებს მათ გამოგონილი საფრთხობელებით და საფრთხეებით. ასევე იყო, კატალიზატორი ჩვენთვის ''ძლიერი საქართველოსთვის'', იმდენჯერ ახსენა ჩვენი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ''ძლიერი საქართველო'', რომ ფაქტია, ''ძლიერ საქართველოს'' რეიტინგები არის შთამბეჭდავი და მაღალი, რომ რუსული ოცნებისთვის ''ძლიერი საქართველოს'' ზრდა და გაძლიერება არის საფრთხის შემცველი,'' - განაცხადა დეა მეტრეველმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშილმა "ტვ იმედს" ინტერვიუ მისცა:
- "გლობალური ომის პარტია პირველად მე ვთქვი" - ივანიშვილი
- სიტყვა სტიგმატიზება არ ვიცოდი, კობახიძემ მასწავლა - ივანიშვილი
- ივანიშვილი: გარეწარ გახარიას და მასთან ერთად მდგომ პირებს გავასამართლებ
- "ოცნებაც" ამოუვიდა, ალბათ, ხალხს ყელში... ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე" - ივანიშვილი
- ივანიშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ელჩთან შეხვედრა არჩევნების შემდეგ აქვს ჩანიშნული
- რატომ არ ხვდებოდა ამერიკის ელჩს ივანიშვილი? - "ოცნების" თავმჯდომარის ვერსია
- საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიაა, რაც მგონი, ევროპას აკლია - ივანიშვილი
- ყველაფერი დამიყადაღეს, შეძენილი ვერტმფრენი გერმანიიდან რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე - ივანიშვილი
- ბიძინა ივანიშვილი: "სანქციებს აღარ ველოდები"