პარანოიის, შიშების, აფერისტობის და გაბოროტების მიქსი - ხუხაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს
პარანოიის, შიშების, აფერისტობის და გაბოროტების მიქსი - ასე აფასებს ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, გია ხუხაშვილი "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ინტერვიუს.
ხუხაშვილის თქმით, ერთადერთი გულწრფელობის ეპიზოდი მთელს ინტერვიუში იყო, როდესაც ივანიშვილმა თქვა: "ეს ქვეყანა ჩვენი ყანააო".
ექსპერტი ამბობს, რომ ივანიშვილი ვეღარაფერს ვერ გაბედავს და ვერც გააკეთებს.
ის ცდილობს ახლაც კი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციაზე, ურა პატრიოტიზმზე, ფსევდო-რელიგიურობაზე, ტრადიციების ვითომ დაცვაზე, კაცების მოწველაზე ილაპარაკოს - ამბობს ხუხაშვილი
გუშინდელი მცდელობა, რომ რაღაცა აეხსნა, სავსე იყო პარანოიის, რაღაც შიშების, აფერისტობის, ამასთანავე გაბოროტების რაღაცა ისეთი მიქსი იყო. გაბოროტება გამოავლინა, როდესაც გახარიაზე ნაპერწკლების ყრა დაიწყო. ჩვენი ყანაა ეს ქვეყანაო, ჩვენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონო - ეს იყო გულწრფელობის ეპიზოდი მის ინტერვიუში. ამერიკის ელჩმა რომ ერთ ადგილზე გააგზავნა, ესეც აღიარა, უთხრა არჩევნების შემდეგ დაგელაპარაკები, მანამდე შენთან დავამთავრეთ ლაპარაკიო. ის ცდილობს ახლაც კი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციაზე, ურა პატრიოტიზმზე, ფსევდო-რელიგიურობაზე, ტრადიციების ვითომ დაცვაზე, კაცების მოწველაზე ილაპარაკოს და ა.შ. ვერაფერს ვერ გაბედავს და ვერაფერს ვერ გააკეთებს, რაც არ უნდა ფეხები აბაკუნოს დღეს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
სკანდალური აღიარება ოლიგარქისგან - თითქმის სამწლიანი დუმილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა არ უარყო, რომ მხოლოდ საკუთარ მილიონებზე დარდობს.
ივანიშივლი ადასტურებს, რომ შტატების ელჩს მისი პირადი ფინანსური პრობლემების მოგვარებას სთხოვდა. შემდგ კი გაბრაზებეული, ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. ივანიშვილის თანახმად, აშშ-ს ელჩს მხოლოდ მას შემდეგ დაურეკა, რაც სინგაპურში სასამართლო მოიგო. "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის თქმით, დანიგანს ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეხვდება.
ივანიშვილის სკანდალური ინტერვიუს მთავარი აქცენტები:
- ივანიშვილი: გარეწარ გახარიას და მასთან ერთად მდგომ პირებს გავასამართლებ
- სიტყვა სტიგმატიზება არ ვიცოდი, კობახიძემ მასწავლა - ივანიშვილი
- "ოცნებაც" ამოუვიდა, ალბათ, ხალხს ყელში... ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე" - ივანიშვილ
- საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიაა, რაც მგონი, ევროპას აკლია - ივანიშვილი
- ბიძინა ივანიშვილი: "სანქციებს აღარ ველოდები"
- ყველაფერი დამიყადაღეს, შეძენილი ვერტმფრენი გერმანიიდან რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე - ივანიშვილი
- ივანიშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ელჩთან შეხვედრა არჩევნების შემდეგ აქვს ჩანიშნული
- რატომ არ ხვდებოდა ამერიკის ელჩს ივანიშვილი? - "ოცნების" თავმჯდომარის ვერსია
- "გლობალური ომის პარტია პირველად მე ვთქვი" - ივანიშვილი
- სიტყვა სტიგმატიზება არ ვიცოდი, კობახიძემ მასწავლა - ივანიშვილი