ბიძინა ივანიშვილი მარცხს შეგუებულია - თინა ხიდაშელი
"ოცნების" ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მარცხს შეგუებულია.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" არავითარი შანსი არ აქვს - აცხადებს ხიდაშელი და ამბობს გუშინდელი ინტერვიუში "ოცნების" საპატიო თავჯდომარე სრულიად გულწრფელი იყო.
პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის თვითრწმენა, რომ სამყარო მის ირგვლივ ტრიალებს, ძალიან სახიფათოა, რადგან "სახეზე გვაქვს რეჟიმი, რომელიც იმართება აი ამ თვითსიდიადის რწმენაში მყოფი, კონსპირაციების თეორიებით, რომელიც ყველაზე უფრო სახიფათოა სახელმწიფოს განვითარებისთვის"
მე ვფიქრობ, რომ მარცხს ის შეგუებულია. აღიარებისთვის მზად არის თუ არა, მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ ის, რომ ის დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს არავითარი შანსი, ის ამაში დარწმუნებულია. ძალიან გულწრფელი ინტერვიუ იყო, სადაც ნატურალურ მდგომარეობაში ელაპარაკა ქართველ ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს ყველაფერზე, რასაც ფიქრობს. თვითრწმენა, რომელიც ბატონ ივანიშვილს აქვს, რომ სამყარო მის ირგვლივ ტრიალებს და ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც, ლონდონშიც და პეკინშიც იმის მიხედვით იღებენ, თბილისში როგორ მოიქცევიანო, ძალიან მძიმე ფორმაა. მას ამისი მართლა სჯერა და ამიტომაცაა სახიფათო. ჩვენ სახეზე გვაქვს რეჟიმი, რომელიც იმართება აი ამ თვითსიდიადის რწმენაში მყოფი, კონსპირაციების თეორიებით, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე უფრო სახიფათოა ხოლმე სახელმწიფოს განვითარებისთვის", - ამბობს თინა ხიდაშელი.
სკანდალური აღიარება ოლიგარქისგან - თითქმის სამწლიანი დუმილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა არ უარყო, რომ მხოლოდ საკუთარ მილიონებზე დარდობს.
ივანიშივლი ადასტურებს, რომ შტატების ელჩს მისი პირადი ფინანსური პრობლემების მოგვარებას სთხოვდა. შემდგ კი გაბრაზებეული, ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. ივანიშვილის თანახმად, აშშ-ს ელჩს მხოლოდ მას შემდეგ დაურეკა, რაც სინგაპურში სასამართლო მოიგო. "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის თქმით, დანიგანს ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეხვდება.
ივანიშვილის სკანდალური ინტერვიუს მთავარი აქცენტები:
- ივანიშვილი: გარეწარ გახარიას და მასთან ერთად მდგომ პირებს გავასამართლებ
- სიტყვა სტიგმატიზება არ ვიცოდი, კობახიძემ მასწავლა - ივანიშვილი
- "ოცნებაც" ამოუვიდა, ალბათ, ხალხს ყელში... ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე" - ივანიშვილ
- საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიაა, რაც მგონი, ევროპას აკლია - ივანიშვილი
- ბიძინა ივანიშვილი: "სანქციებს აღარ ველოდები"
- ყველაფერი დამიყადაღეს, შეძენილი ვერტმფრენი გერმანიიდან რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე - ივანიშვილი
- ივანიშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ელჩთან შეხვედრა არჩევნების შემდეგ აქვს ჩანიშნული
- რატომ არ ხვდებოდა ამერიკის ელჩს ივანიშვილი? - "ოცნების" თავმჯდომარის ვერსია
- "გლობალური ომის პარტია პირველად მე ვთქვი" - ივანიშვილი
- სიტყვა სტიგმატიზება არ ვიცოდი, კობახიძემ მასწავლა - ივანიშვილი