EU-ს დელეგაციასთან შეხვედრა დასრულდა - ოპოზიცია აუდიენციის დეტალებზე საუბრობს
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ევრიკავშირის დელეგაციის წვრებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მხარეებმა იმ ბენეფიტებზე ისაუბრეს, რომლის დაკაერგვის საფრთხის წინაშეცდგას ქვეყანა.
“ახლა იმაზე კი არა არის საუბარი, რომ წინ წავიწიოთ, არამედ იმაზე, რომ რაც გვაქვს იმასაც ვკარგავთ“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, მათ აქვს საერთაშორისო გამოძებაზე სრული მზაობა, უბრალოდ მექანიზმებზეა საუბარი, როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს.
საუბრის 80 % დაეთმო იმას, რომ არათუ შეწყდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, არამედ იმ ბენეფიტების დაკარგვაზეა საუბარი, რომლებსაც საქართველო იღებს. გავფრთხილებდნენ არჩევნებამდე, რომ თუ ის არ ჩატარდებოდა თავისუფლად და სამართლიანად, ევროკავშირი მიიღებდა ზომებს და დავკარგავდი ბენეფიტებს. ახლა იმაზე კი არა არის საუბარი, რომ წინ წავიწიოთ, არამედ იმაზე, რომ რაც გვაქვს იმასაც ვკარგავთ.
განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო საერთაშორისო გამოძიება - თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უფლება არის ერთ-ერთი პუნქტი, იმ 9 პუნქტიდან, რომელსაც შესაძლოა დასჭირდეს ადგილზე ნახვა და შესწავლა. მათ აქვთ სრული მზაობა ამის, უბრალოდ მექანიზმებზეა საუბარი, როგორ შეიძლება გაკეთდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
EU-ს დელეგაციასთან შეხვედრა დასრულდა - რა განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა:
- "ქართულმა ოცნებამ" "სახლის გასაღები უნდა დააბრუნოს" - ჯაფარიძე
- გვაქვს ერთიანი გაგება, თუ რა ტიპის ზეწოლა უნდა მოხდეს “ოცნებაზე“ ევროკავშირის მხრიდან - ელენე ხოშტარია
- საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ვისაუბრეთ - ბოკუჩავა
- საუბარი იყო სანქციების გამოყენებაზე კონკრეტული პირების მიმართ - დოლიძე
დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. "პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აქციაზე ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები.
ოპოზიციასთან შეხვედრამდე 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და აუდიენციის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხეს.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.