საერთაშორისო გამოძიების გარეშე წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ჩიხიდან - ცქიტიშვილი

11.11.24 14:19
საერთაშორისო გამოძიების გარეშე წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ჩიხიდან - ცქიტიშვილი

საერთაშორისო გამოძიების გარეშე პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომლებზეც ეს დღეებია ყველა საუბრობს და ასევე, მისი გამოსავლის გზებზე.

საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომლებზეც ეს დღეებია ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ ჩიხური მდგომარეობიდან. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო საერთაშორისო გამოძიებაზე. ამას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქვეყანაში არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტი არ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის დამოუკიდებელი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საგამოძიებო სისტემა იმისთვის, რომ რეალურად, ობიექტურობა დავაზუსტოთ. ამაზეც იყო საუბარი. კონკრეტულად, რა ფორმა შეიძლება იყოს, ბუნებრივია, დღეს ვერ გადაწყდებოდა. ჩვენ არც მანდატი გვაქვს და ეს უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივად ჩამოყალიბებული ფორმა. ამ გამოძიების გარეშე პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ჩიხიდან,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

EU-ს დელეგაციასთან შეხვედრა დასრულდა - რა განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა:

დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. "პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აქციაზე ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები. 

ოპოზიციასთან შეხვედრამდე  8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და აუდიენციის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხეს. 

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.

მსგავსი სიახლეები