გახარიას გუნდი: პარლამენტს ლეგატიმაციას არ მივანიჭებთ
გახარიას გუნდი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს - ამის შესახებ ბექა ლილუაშვილი ამბობს და აცხადებს, რომ “მათი გუნდი მკაფიო გეგმას მიჰყვება.“
მისივე თქმით, ისინი უსმენენ ამომრჩეველს და სხვების გადაწყვეტილებები მათზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.
ჩვენ მკაფიო გეგმას მივყვებით, ვუსმენთ ამომრჩეველს, ვერავინ, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებით, ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ჩვენ ნათქვამი გვაქვს და ახლაც ვიტყვით, რომ ჩვენი მხრიდან ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილის მსგავსად, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, თეონა აქუბარდიაც ამბობს, რომ ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ:
ის, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, უკვე ნათქვამი გვაქვს და არ გვახასიათებს სიტყვის შეცვლა"- თქვა აქუბარდიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.
- საპარლამენტო სიები "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩახსნა
- "არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ" - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნის
ასევე უარი თქვეს მანდატებზე კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრებმა. მათი თქმით, ისინი ჩახსნიან სიებსაც, თუმცა, ეს მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ.
ოპოზიციის განცხადებიდან რამდენიმე საათში, ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსმა თქვა, რომ კანონმდებლობა უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს.