ოპოზიციის ჩახსნილი სიები და უარი პრივილეგიებზე - პრემიერის პირველი კომენტარი პოლიტიკურ კრიზისზე

13.11.24 14:17
ოპოზიციის ჩახსნილი სიები და უარი პრივილეგიებზე - პრემიერის პირველი კომენტარი პოლიტიკურ კრიზისზე

ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. 

საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმი გამოვიყენეთ ოთხი წლის წინაც და გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, ახლაც. აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი, მეტი დატვირთვა ვერ ექნება.

როცა გაიმართება სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს  სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, მანდატის შეწყევეტასთან დაკავშრებით, კი, ბატონო ,შეუძლიათ ეს გააკეთონ პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ. ოპოზიცია უარს იტყვის მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა. ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყობას, თუმცა ეს მათი საქმეა,- ამბობს კობახიძე. 

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.

რაც შეეხება, გახარიას გუნდს, ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ. 

 

მსგავსი სიახლეები