კალანდარიშვილს და არჩევნების გაყალბებაში მონაწილეებს გარეთ არ გამოესვლებათ - ლევან ცუცქირიძე

16.11.24 15:14
კალანდარიშვილს და არჩევნების გაყალბებაში მონაწილეებს გარეთ არ გამოესვლებათ - ლევან ცუცქირიძე

კალანდარიშვილს და არჩევნების გაყალბებაში მონაწილეებს გარეთ არ გამოესვლებათ - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა. 

ცუცქირიძის თქმით, ბრძოლა თავისუფლებისთვის აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად მივა გამარჯვებამდე.

ამ ხალხს არსად გამოსაჩენი თავი არ აქვს, ეს ვნახეთ წინასაარჩევნო კამპანიაშიც, ერთი ადამიანი არ ჰყავდა ''ქართულ ოცნებას'', რომ საჯაროდ გარეთ გამოეყვანა. არც კალანდარიშვილს და არც არავის, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ შეთქმულებაში არსად არ გამოესვლება და ასეც იქნება. ეს ბრძოლა არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და აუცილებლად მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რაც არის გამარჯვება'', - ამბობს  ლევან ცუცქირიძე.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,  დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო. 

შინაგან საქმეტა სამინისტრომ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დავით კირთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო.

ასევე ნახეთ: