სიმბოლური ფუნქციის მატარებელი იქნება - როგორ ამართლებს "ოცნება" ყაველაშვილის უდიპლომობას

27.11.24 17:55
სიმბოლური ფუნქციის მატარებელი იქნება - როგორ ამართლებს "ოცნება" ყაველაშვილის უდიპლომობას

ის, რომ ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა პირი, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს,  მიხეილ სარჯველაძისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს და ამიტომ უმაღლესი განათლების ქონას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, მთავარი ნიშანი, რის მიხედვითაც ამ პოსტზე მიხეილ ყაველაშვილი იქნა წარმოდგენილი, პატრიოტიზმია.

ამასთან, სარჯველაძე ამტკიცებს, რომ პარტნიორების მიმართ კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, ყაველაშვილის რიტორიკა ანტიდასავლური არ ყოფილა. 

მე ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშნელოვანი ყველა იმ აქცენტის გათვალისწინებით, რომელიც მისი წარდგენისას იყო გაკეთებული, მათ შორის, ის არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პატრიოტი და ეს არის მთავარი ღირსება, რის გამოც ის არის სწორად შერჩეული კანდიდატურა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი გახლავთ ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით სიმბოლური ფუნქციის მატარებელი და ამ სიმბოლური ფუნქციის თვალსაზრისით სწორედ აქცენტის გაკეთება გამორჩეულ პატრიოტზე ვფიქრობ, რომ მართებული გადაწყვეტილება იყო. გაბედა და თქვა გახსნილად, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თანხვედრაში შეიძლება ყოფილიყო რომელიმე დასავლური სახელმწიფოს პოზიცია საქართველოს ინტერესთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი რიტორიკა იყო ანტიდასავლური, - ამბობს სარჯველაძე. 

ასევე ნახეთ: 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა  გააკეთა. ილაპარაკა „ხალხის ძალის" ლიდერის მიღწევებზე - ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად  "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა.

არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი - რას ამბობს კანონმდებლობა?

მსგავსი სიახლეები