ივანიშვილის უდიპლომო პრეზიდენტი - რით დაგვამახსოვრა თავი მიხეილ ყაველაშვილმა? (ვიდეო)

27.11.24 18:18
ივანიშვილის უდიპლომო პრეზიდენტი - რით დაგვამახსოვრა თავი მიხეილ ყაველაშვილმა? (ვიდეო)

 

 

ივანიშვილის უდიპლომო პრეზიდენტი  -  მიხეილ ყაველაშვილი, მაგინებელი დეპუტატი, რომელმაც თავი ანტიდასავლური განცხადებებით დაგვამახსოვრა. 

რა დამსახურებისთვის დააყენა ბიძინა ივანიშვილმა სხვა ფავორიტების წინ? - "კაცური კაცი" - ეს ერთადერთი შეფასებაა, რითაც ყაველაშვილს ბიძინა ივანიშვილის გუნდში ახასიათებენ. 

მიხეილ ყაველაშვილი 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია - ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

2022 წელს მისი განათლებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ დაინტერესდა.

  • 2 წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციას პარლამენტიდან, ოფიციალური წერილით აცნობეს, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.
  • საჯარო წყაროიებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს მიხეილ ყაველაშვილი  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ გახდა. მიზეზი  უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის არქონა გახდა.

მიხეილ ყაველაშვილის პარტია, "ხალხის ძალა", რომელსაც საზოგადოება "ივანიშვილის დეპუტატებსაც" უწოდებდა, ანტიდასავლური განცხადებებით არის ცნობილი. მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იყო. „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“ - წერდა პარტია დიუპლომატის მისამართით. 

2023 წელს „ხალხის ძალას" დააინიცირებინეს „აგენტების კანონი“, რომელმაც საჯარო წყაროებში არსებული განცხადებებით საქართველო  ევროინტეგრაციას დააშორა.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა  გააკეთა. ილაპარაკა „ხალხის ძალის" ლიდერის მიღწევებზე - ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად  "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა.

ასევე ნახეთ: 

ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი - რას ამბობს კანონმდებლობა?

მსგავსი სიახლეები