არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დღეს საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა - პრეზიდენტი

28.11.24 21:07
არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დღეს საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა - პრეზიდენტი

 

 

არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დღეს საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გაერთიოანებულ ოპოზიციასთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განცხადება.

  • პრეზიდენტი მოქმედებაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს.
  • განცხადების გაკეთებამდე პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

დღეს წერტილი დაესვა იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე კვირა თუ თვეა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო რამდენიმე თვე, თუ მეტი არა, ევროპიდან რუსეთისკენ.

თუ ვინმეს ჰქონდა რაღაც ეჭვი, რომ შეიძლება მაინც სხვა ახსნა აქვს [„ქართული ოცნების” ქმედებებს], ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს. დღეს ამ არარსებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს და მომავალს, ჩვენს მომავალს, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავალს. იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც სახელმწიფოებრიობა, არც დამოუკიდებლობა, არც მომავალი, გარდა რუსეთში.

მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდევ რაღაც არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი, ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც არის მტკიცებულება, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება. ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, თუ რაც ხდება.

პრეზიდენტის მთავარი გზავნილები: 

რას ამბობს კონსტიტუცია?

  • საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს და ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს „მიიღონ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

    მსგავსი სიახლეები