პრეზიდენტი საჯარო მოხელეებს: დროა, თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ

28.11.24 21:26
პრეზიდენტი საჯარო მოხელეებს: დროა, თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ

მინდა მივმართო საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, დროა, რომ თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ღირსება უფრო მნიშვნელოვანია: 

მინდა მივმართო საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, დროა, რომ თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ. დროა, რომ თქვენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს. დროა, რომ იფიქროთ იმაზე, რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როდესაც თქვენს შედეგში იცხოვრებენ. მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთ ქვეყანაში, ძალიან რთულია, როცა პირობებია, როგორიცაა ვითომ ეკონომიკურად მზარდ ქვეყანაში, სადაც ვიცით რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია"- განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. 

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.     

პრეზიდენტის განცხადებები სრულად: 

 

მსგავსი სიახლეები