დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვე, ახლავე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს - სალომე ზურაბიშვილის ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ახალი არჩევნების დანიშვნასა და ჩატარებაში დახმარება სტხოვა.
დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვე ახლავე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები - განაცხადა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც იგივე ვუთხარი. მათაც ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. ბევრ რაღაცას ელოდებოდნენ, რომ შეიძლება რაღაც არის კიდევ დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი და ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ნათელია და თუ ვინმე ვერ ხედავს, რომ ყველაფერი ნათელია, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას მორჩილება დაუფასა, ეს არის იმის მტკიცებულება, რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა - ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ეს არის რისთვისაც ვიბრძვით", - ამბობს პრეზიდენტი.
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.
პრეზიდენტის განცხადებები სრულად:
- არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დღეს საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა - პრეზიდენტი
- დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვე, ახლავე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები - პრეზიდენტი
- პრეზიდენტი ქართველ დიპლომატებს: რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთი იქნება
- "ან ვართ ერთად ან არ ვიქნებით" - პრეზიდენტმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა
- პრეზიდენტი საჯარო მოხელეებს: დროა, თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ