პრეზიდენტის მიმართვა პოლიციას და ჯარს

28.11.24 21:42
პრეზიდენტის მიმართვა პოლიციას და ჯარს

აიღეთ ხელში, რაც თქვენი გადასაწყვეტია - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა "პოლიციის ნამდვილ თანამშრომლებს". 

მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არ ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები, არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები. ასე რომ თქვენც აიღეთ ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის მიმართვის ადრესატები ჯარისკაცებიც არიან. 

მინდა მივმართო იმ ჯარს რომელსაც დღეს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის და ის არის, რომელსაც ყველაზე მეტად გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს რომლიდანაც ძლივძლივობით გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა"- თქვა მთავარსარდალმა. 

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.     

პრეზიდენტის განცხადებები სრულად: 

მსგავსი სიახლეები