რუსთაველის გამზირზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების გაშუქებისას „ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა.
გურამ როგავას, სავარაუდოდ, სპეცრაზმელი მაშინ გაუსწორდა, როცა ის პროფესიული მოვალეობას ასრულებდა.
- ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტის დავარდნის შემდეგ, მის სიახლოვეს იმყოფება სპეცრაზმელი, რომელიც გარბის.
"პირველების" მიერ გადაღებული კადრების მიხედვით, ჟურნალისტს თავის არეში აღენიშნება ჭრილობა და სისხლი სდის.
- გურამ როგავა სასწრაფო დახმარების ბრიგადას "ინგოროყვას" სახელობის კლინიკაში გადაჰყავს.
ვითარება რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ უკიდურესად დაიძაბა - სპეცრაზმის თანამშრომლებმა მოქალაქეების ძალისმიერი მეთოდებით დაკავება დაიწყეს.
არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს გამეტებით ურტყამენ.
პოლიცია სასტიკად გაუსწორდა “ტვ პირველის“ გამოძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორ გიორგი შეწირულს - გომალაურის თანამშრომლებმა რეპორტიორი წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორნენ.
ამ დროსი მონაცემებით, საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის“ 5 თანამშრომელი - ჟურნალისტები და ოპერატორები დაშვდნენ.
- ოპერატორი, ნიკო კოკაია დღეს ძალადობის მსხვერპლი მეორედ გახდა - მაშინ როცა ჩვენი ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად “ტვ პირველის“ კიდევ ერთი ოპერატორი, დავით ბიჭიკაშვილი დაშავდა.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ასევე დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი.
- სპეცრაზმის სამიზნე "ტვ პირველის" რეპორტიორი, ნანუკა ქაჯაია გახდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ჩვენს კორესპოდენტს დამიზნებით წყლის ჭავლი მაშინ გამოიყენა, როცა ის რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტირ საქმიანობას ეწეოდა და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა მაყირებელს დარბევის ადგილს.
- პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილი.
- რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევის დროს, "მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი და ოპერატორი, გიორგი გოგინაშვილი დაშავდნენ.
-
აქციაზე დაშავდა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი. ასევე, OC მედიას ჟურნალისტი, მარიამ ნიკურაძეც.
-
აქციის გაშუქებისას დაშავდნენ „ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე და ოპერატორი თედო ქვაჩახია.