"წამყვანი ოპოზიციური ლიდერების დაკავებები ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მორიგი დარღვევაა" - ლიურმანი

05.12.24 18:45
"წამყვანი ოპოზიციური ლიდერების დაკავებები ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მორიგი დარღვევაა" - ლიურმანი

"წამყვანი ოპოზიციური ლიდერების დაკავებები ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მორიგი დარღვევაა" - ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა გააკეთა.

ანა ლიურმანი X-ზე წერს, რომ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ავტორიტარიზმისკენ გადაუხვია, მმართველი პარტია მოქალაქეების დაშინებას ცდილობს. 

წამყვანი ოპოზიციური ლიდერების დაკავებები, რომელთა შორის არის კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, ნიკა გვარამია, რომლებიც შეთქმულების თეორიებს, მათ შორის დასავლელ პარტნიორებზე დეზინფორმაციას ეფუძნება, არის ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მორიგი დარღვევა. ქართული ოცნება ცდილობს დააშინოს და შეაჩეროს ყოველდღიური, მასობრივი, სახალხო პროტესტი, მას შემდეგ რაც პარტიამ გადაუხვია ევროკავშირიდან ავტორიტარიზმისკენ". - წერს ანა ლიურმანი.

ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. ტიტუშკები მოაბილიზეს, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ზურა დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დააკავა. 

ამასთან, 4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველებმა ხელისუფლების ოპონენტებს ხელბორკილები დაადეს.

მსგავსი სიახლეები