ქვეყანა კრიმინალების ხელშია, რომლებიც ყოფილ თანაგუნდელებს შვილების მკვლელობით ემუქრებიან - კუპრაძე
მომიტინგეების დარბევასა და დასახიჩრებაში ივანიშვილი პირადი მცველები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სამართალდამცავდ ა ძალოვან უწყებებთან კავშირი არ აქვთ, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე შაბათის ეთერში გასული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანა კრიმინალების ხელშია, რომლებიც ყოფილ თანაგუნდელებს შვილების მკვლელობითაც კი ემუქრებიან, ამიტომ ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.
ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ დარბევასა და დასახიჩრებაში, ესენი არიან ივანიშვილის პირადი მცველები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ არც სამართალდამცავ და არც ძალოვან უწყებებთან. ქვეყანა, ძალაუფლება არის კრიმინალების, ბანდიტების და რუსული სტილით მოთარეშე ბანდების ხელში, რომლებიც ემუქრებიან მათ შორის ყოფილ თანაგუნდელებს შვილების ლიკვიდაციით, მკვლელობით, გაუპატიურებით და ეს არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ. ეს რეჟიმი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
შეგახსენებთ, სისხლიანი ნოემბრის შესახებ შემზარავი ფაქტები, "შაბათის ეთერთან" ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა გაამხილა.
ირაკლი შაიშმელაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დემონსტრანტების ცემა მიზანმიმართულია და "ხარება" სავარაუდოდ დავალებებს პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.
გაირკვა ისიც, რა მოხდა 5 ივლისს, როცა მოულოდნელად, მოძალადეების პირისპირ შიგანთაგან საქმეთა სამინისტრომ მედია დაუცველი დატოვა. "გვითხრეს, რომ ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული სიტუაცია" - ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი.
სკანდალური იყო, ინტერვიუს კიდევ ერთი ნაწილი - ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, "ხარებას" მოადგილე მას ფიზიკურად გაუსწორდა.
მისი თქმით, ემუქრებოდნენ შვილების ლიკვიდაციითაც.