რეჟიმი გაშიშვლდა - ეკა ბესელია
"შაბათის ეთერთან შაიშმელაშვილის ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ "სამართლიანობის" ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ რეჟიმი გაშშვლებულია. პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობაა, რომელიც დაქირავებული ჯალათების მეშვეობით მოქმედებს და ამიტომ, "ოცნების" მმართველობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს.
ის, რომ რეჟიმი არის გაშიშვლებული, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ახლა რეპრესიული ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც ჰყავს დაქირავებული ჯალათები, რომლებსაც შეუძლიათ, ადამიანები კანონის მიღმა იმსხვერპლონ. შეუძლიათ, კანონის მიღმა და კანონის სახელით დანაშაულები ჩაიდინონ. ეს არის სახიფათო სისტემა, რომელიც ძალიან მალე უნდა დემონტაჟდეს. მე მგონია, ეს ადამიანი შეეხო სისტემის შიგნით დარჩენილ სინდისს და ალბათ ვიღაცეებს გააღვიძებს, - ამბობს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, სისხლიანი ნოემბრის შესახებ შემზარავი ფაქტები, "შაბათის ეთერთან" ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა გაამხილა.
ირაკლი შაიშმელაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დემონსტრანტების ცემა მიზანმიმართულია და "ხარება" სავარაუდოდ დავალებებს პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.
გაირკვა ისიც, რა მოხდა 5 ივლისს, როცა მოულოდნელად, მოძალადეების პირისპირ შიგანთაგან საქმეთა სამინისტრომ მედია დაუცველი დატოვა. "გვითხრეს, რომ ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული სიტუაცია" - ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი.
სკანდალური იყო, ინტერვიუს კიდევ ერთი ნაწილი - ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, "ხარებას" მოადგილე მას ფიზიკურად გაუსწორდა.
მისი თქმით, ემუქრებოდნენ შვილების ლიკვიდაციითაც.