"ვუყურე მზია ამაღლობელს და ხუმრობას ჰგავს, რა ბრალითაც ის დაკავებულია" - ფრანკ შვაბე

29.01.25 20:37
"ვუყურე მზია ამაღლობელს და ხუმრობას ჰგავს, რა ბრალითაც ის დაკავებულია" - ფრანკ შვაბე

საქართველოს შესახებ ევროსაბჭოში მიმდინარე დებატებზე ყურადღება გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორს, რეჟიმის ტყვე მზია ამაღლობელსაც დაეთმო. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრანკ შვაბემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა აზრს მოკლებულია. 

"ვუყურე მზია ამაღლობელს და ხუმრობას ჰგავს, რა ბრალითაც ის დაკავებულია" - თქვა ფრანკ შვაბემ, რომელმაც "ქართულ ოცნებას" სინდისის პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

მთავარი საკითხი არის ქვეყნის მხარდაჭერა, რომ გაიზარდოს დემოკრატია ქვეყანაში, მეტი კანონის უზენაესობა, მეტი ადამიანის უფლებები იყოს. საქართველო სხვა გზით მიდის. ის მიდის არასწორი გზით, ნაკლები დემოკრატიული სტანდარტით, ნაკლები ადამიანის უფლებები, ნაკლები ევროპაა, რასაც ვხედავთ და ეს არის მიზეზი, რის გამოც ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ. 

ჩვენ არ ვართ უბრალოდ შეშფოთებულები, ჩვენ ვმოქმედებთ. უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ დავბრუნდებით აპრილში. ჩვენ მოვუწოდებთ, შეამციროს ძალადობა, კრიმინალი, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ვუყურე მზია ამაღლობელს და ხუმრობას ჰგავს, რა ბრალითაც ის დაკავებულია. ჩვენ არ ვკეტავთ გზას, მაგრამ გაძლევთ დროს." - ამბობს ევროსაბჭოს ერთ-ერთი მომხსენებელი. 

ცნობისთვის, ამ წუთებში ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები იმართება.

შეგახსენებთ, რომ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშნოს და 2025 წლის აპრილამდე ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან, ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნობენ. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძლიერმა საქართველომ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა. 

მსგავსი სიახლეები