"პრორუსი ოლიგარქი და მისი მარიონეტები სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ" - ევროპელი პოლიტიკოსი

29.01.25 20:50
"პრორუსი ოლიგარქი და მისი მარიონეტები სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ" - ევროპელი პოლიტიკოსი

"პრორუსი ოლიგარქი და მისი მარიონეტები სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას და ქართული ინსტიტუტების მიტაცებას ცდილობენ" - ამის შესახებ ევროსაბჭოში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს, ერთ-ერთმა მომხსენებლმა განაცხადა.

წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსი კატეგორიულად მოითხოვს, რომ შეწყდეს პოლიციის ბრუტალური ძალადობა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

ქართველების თაობები იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის, რათა გაეთავისუფლებინათ რუსეთის იმპერიული სურვილებისგან, საბჭოთა რუსეთისგან და პუტინური რუსეთისგან ქვეყანა. ჟვანიამ თქვა, რომ უმრავლესობა ჩვენგან მნიშვნელოვან შეტყობინებას ელოდებოდა. ქართველი ხალხი ახლაც ელოდება ჩვენს გზავნილს. პრორუსი ოლიგარქი და მისი მარიონეტები სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ, ქართული ინსტიტუტების მიტაცებას. ჩვენ ვიცით მსგავსი ოპერაციები ბელორუსიაში, იანუკოვიჩის უკრაინაში და პუტინის რუსეთში. 

ნოემბერში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაყინა. საქართველოში იციან, რა არის მანიპულაცია და რას აკეთებს რეჟიმი. ოცნების წარმომადგენელი აქ გვიმტკიცებდა, რომ საქართველოში არ არის ძალადობა, არ არიან პოლიტიკური პატიმრები და არის ახალი არჩევნების საჭიროება. ჩვენი გზავნილი შემდეგია, შეწყდეს პოლიციის ბრუტალური ძალადობა, გათავისუფლება პატიმრების და ახალი არჩევნების ჩატარება თავისუფალ და სამართლიან გარემოში", - განაცხადა ევროსაბჭოში ერთ-ერთმა მომხსენებელმა. 

ცნობისთვის, ამ წუთებში ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები იმართება.

შეგახსენებთ, რომ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშნოს და 2025 წლის აპრილამდე ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან, ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნობენ. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძლიერმა საქართველომ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა. 

მსგავსი სიახლეები