"შეწყვიტეთ ძალადობა და გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები" - ევროსაბჭოს ულტიმატუმი "ოცნებას"

29.01.25 20:45
"შეწყვიტეთ ძალადობა და გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები" - ევროსაბჭოს ულტიმატუმი "ოცნებას"

სტრასბურგში, სადაც ამ წუთებში საქართველოს შესახებ მსჯელობენ, ევროსაბჭოს მომხსენებლები "ქართულ ოცნებას" მოთხოვნებს უყენებენ. 

ევროსაბჭოში ერთ-ერთი გამომსვლელი დაჟინებით მოითხოვს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა შეწყვიტოს და სინდისის პატიმრები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. 

ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს. პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. შეზღუდული უფლებები ქართული დელეგაციისთვის შემდეგ სესიამდე იქნებოდა მისაღები გადაწყვეტილი. მოქალაქეები იცავენ ევროპულ ღირებულებებს და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ." - ამბობს ევროსაბჭოში ერთ-ერთი მომხსენებელი. 

ცნობისთვის, ამ წუთებში ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები იმართება.

შეგახსენებთ, რომ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშნოს და 2025 წლის აპრილამდე ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან, ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნობენ. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძლიერმა საქართველომ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა. 

მსგავსი სიახლეები