ევროსაბჭოს წევრი "ქართული ოცნების" სანქცირებას ითხოვს
ევროსაბჭოს წევრი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სანქცირებას ითხოვს - წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია.
მნიშვნელობა ახალი საპარლამენტო არჩევნების არის განუსაზღვრელი, რადგან ის არის ერთადერთი გამოსავალი დემოკრატიული კრიზისიდან საქართველოში. მე მხარს ვუჭერ რეზოლუციას სანქციებით." - ამბობს ერთ-ერთი მომხსენებელი.
ცნობისთვის, ამ წუთებში ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები იმართება.
- "პრორუსი ოლიგარქი და მისი მარიონეტები სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ" - ევროპელი პოლიტიკოსი
- "შეწყვიტეთ ძალადობა და გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები" - ევროსაბჭოს ულტიმატუმი "ოცნებას"
- "ვუყურე მზია ამაღლობელს და ხუმრობას ჰგავს, რა ბრალითაც ის დაკავებულია" - ფრანკ შვაბე
- ადეკვატური პასუხი დემოკრატიული, ახალი არჩევნებია - "ოცნებას" პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ვადა აპრილამდე მისცეს
- ევროსაბჭოს წევრი "ქართული ოცნების" სანქცირებას ითხოვს
შეგახსენებთ, რომ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშნოს და 2025 წლის აპრილამდე ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან, ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნობენ. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძლიერმა საქართველომ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა.