პატარა კაცების პატარა ბოღმა - სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი

18.02.25 18:10
პატარა კაცების პატარა ბოღმა - სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს იყო “პატარა კაცების, პატარა ბოღმა“.

პრეზიდენტის თქმით, მან საჩივარი უკვე შეიტანა მომხდარზე და გამოძიებაც მოითხოვა.

“ყველაფრის გატარება არ შეიძლება. ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ადგილი ჰქონდა, ორგანიზებულ ძალადობას, შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, “ოცნების“ მიერ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ისინი პრეზიდენტს ცნობენ თუ არა, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. მე ვარ იმისი სიმბოლო, როსაც ებრძვის “ოცნება“ ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს, ზრდილობას, რომელიც დიდი ხანია დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში.  იმაზე, თუ როგორ მიმიღეს მიუნხენში, პარიზში და თუ სადაც მიმიღეს, ეს არის მათი რეაქცია, პატარა კაცების პატარა ბოღმა, ეს ბოღმა ვერსად წავა.

საზოგადოება კარგად ხედავს რა ხდება და რატომ, ესენი ვერაფერს გადიან. სახელმწიფო რეალურად ამაზე ბევრად მეტია, ბევრად დიდია და ესენი ვერ მართავენ, აღარ იციან, რას ნიშნავს ქვეყნის მართვა. ერთადერთი რაც შეუძლიათ, ეს არის რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ ესენი აღარ არიან ხელისუფლება, არიან რეჟიმი, რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც პრეზიდენტად არ ცნობენ, ასე იქცევი, ეს თუ სისუსტის არა, არ ვიცი რისი ნიშანია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინდა მადლობა მოვახსენო საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს სოლიდარობისთვის. ეს ყველაფერი საქართველოს იმიჯს ავნებს გარეთ“, - დასძინა მან.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. 

ფაქტს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა: 

მსგავსი სიახლეები