პრეზიდენტი: აეროპორტში უსაფრთხოება დაცული არ არის

18.02.25 18:39
პრეზიდენტი: აეროპორტში უსაფრთხოება დაცული არ არის

“აეროპორტში უსაფრთხოება არ არის დაცული“ - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა,  სადაც აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ კვერცხების სროლის ფაქტს გამეხმაურა. 

პრეზიდენტის თქმით, “სახელმწიფო მაშინ არსებობს, როცა წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისი პოლიტიკური ხედვის გამო თუნდაც არ მოგწონს.“

“ეს ყველაფერი ავნებს ცხადია საქართველოს გარეთ იმიჯს“, - დასძინა ზურაბიშვილმა.

ეს ყველაფერი ავნებს ცხადია საქართველოს გარეთ იმიჯს, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ რანაირად შეიძლება ტურიზმზე რამე ვთქვათ, როცა აეროპორტში უსაფრთხოება არ არის დაცული. არც გუშინ წინ, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, “ოცნების“ ყოფილ პრემიერ, არც მაშინ არ იყო პოლიცია არსად და არც ამ დილით. ამ დილით უკვე ვიცოდით, ხომ იყო გავრცელებული, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ, მე თუ ვიცოდი, ყველამ იცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში.

სახელმწიფო არსებობს, როცა წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისი პოლიტიკური ხედვის გამო თუნდაც არ მოგწონს. სახელმწიფოს გვიკარგავენ დღითი დღე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ და ხალხი დგას, მე მათთან ერთად ვარ, თუნდაც როცა არ ვარ ქვეყანაში. არავინ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ წამოვალ, სადაც საჭირო იქნება იქ წავალ და იქიდან ჩამოვალ იმიტომ, რომ ჩემი მოვალეობაა, ვიყო ხალხის ხმა და გამამხნევებელი, რათა გაგრძელდეს პროტესტი. ეს იქნება ბოლომდე, ბოლომდე მათთვის და ბოლომდე ჩემთვის, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. 

ფაქტს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა: 

მსგავსი სიახლეები