აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები მოხდა ზურაბიშვილზე და გახარიაზე-ესტონეთის საგარეო

18.02.25 20:45
აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები მოხდა ზურაბიშვილზე და გახარიაზე-ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფომრა  X-ზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე და “საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და “საზიზღარს და აღმაშფოთებელს“ უწოდებს.

ესტონეთის საგარეო უწყება “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.

აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და ოპოზიციურ ლიდერზე გიორგი გახარიაზე.

ესტონეთი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. 

ფაქტს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა: 

 

მსგავსი სიახლეები