“ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელიც “ქართული ოცნებაშია“ - კუპრაძე

25.04.25 13:47
“ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელიც “ქართული ოცნებაშია“ - კუპრაძე

ივანიშვილის გუნდი დღეს არის ჩაძირული გემი, რომლიდანაც ადამიანები გარბიან, სანქციების შიშით-ასე აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გააწყვეტილებას "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე და მიიჩნევს, რომ “ის სანქციებს და იმ კრიზისს გაექცა, რომელშიც “ოცნება“ იმყოფება.“

კურპაძის თქმით, “ივანიშვილის გუნდი რღვევის პირასაა და ყველაფერს საკადრო გადაადგილებებით,  განახლების ყალბი ფარსით და ცვლილებებით ფუთავს“

ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება “ქართული ოცნება“. ივანიშვილის გუნდი დღეს არის ჩაძირული გემი, რომლიდანაც ადამიანები გარბიან, სანქციების შიშით. მათ არ უნდათ, აიღონ პასუხისმგებლობა იმ რუსულ საქმეზე, რომელსაც ივანიშვილი აწარმოებს. ცხადია, რომ “ოცნება“ რღვევის პირასაა და ყველაფერს საკადრო გადაადგილებებით,  განახლების ყალბი ფარსით და ცვლილებებით ფუთავს“,- განაცხადა კუპრაძემ.

 

მსგავსი სიახლეები