ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა პოლიტიკიდან - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება

25.04.25 13:56
ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა პოლიტიკიდან - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება

ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა პოლიტიკიდან - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება.

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "წარმატებული პარტიიდან წარმატების პიკზე წავიდა".

ვფიქრობ ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი განმარტა და ყველაფერი თქვა, რისი თქმაც უნდოდა. რაც შეეხება იმას, წარმატებული პარტიიდან არ მიდიხარ, თუ წასვლაა, როცა წარმატების პიკზე ხარ მაშინ უნდა წახვიდე და არა მაშინ, როცა პარტიას უჭირს", - ამბობს პაპუაშვილი. 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გაექცა თუ არა ღარიბაშვილი პოტენციურ სანქციას იმ დროს როცა, ის „ლიდერშიფში“ ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ დასანქცირებულა, პაპუაშვილი პასუხობს რომ, არც თავადაა დასანქცირებული.

„რატომ?! მეც არ დავსანქცირებულვარ,“ - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, თუ ვინ გახდება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები