იცოდა თუ არა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე - პირველი კომენტარი "პირველებთან"
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც "ოცენბაში" ღარიბაშვილის კადრი იყო, ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გუშინ უთხრა.
წასვლაზე გუშინ მითხრა. მე მითხრა პირადად და სხვებსაც თუ უთხრა არვიცი, ალბათ, ეტყოდა.
როგორც ბურჭულაძე "პირველებთან" ამტკიცებს, ღარიბაშვილს კობახიძესთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია და მისი წასვლა ამას არ უკავშირდება, ირწმუნება, რომ ყოფილ მაღალჩნოსანს ოჯახთან მეტი დროის გატარება მოუნდა.
არ ჰქონდა კონფლიქტი კობახიძესთან, ხომ განმარტა კიდეც, ამიტომ ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.არა ამდენი ხანია პოლიტიკაშია და ყველა ადამიანს უნდა თავის ოჯახსაც დაუთმოს დრო, ეს თქვა თვითონ განმარტა.
"პირველებმა" ყოფილ მინისტრს ასევე ჰკითხა, ხომ არ უკავშირდება ღარიბაშვილის წასვლა სანქციების შიშს და რატომ მოუნდა "ონცბეის" აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს პოლიტიკიდან წასვლა ახლა, როდესაც ქვეყანაში რთული ვითარებაა.
ახალი იცით რამე, რაც მე არ ვიცი. ყველაზე რთულ მდგომარეობაშია ოცნება? არვიცი რითი მსჯელობთ. რეიტინგებით თუ მსჯელობთ, არ მგონია ეგრე იყოს. სანქციები ინდივიდუალური თემაა და მას ჰკითხეთ ვინც დაასანქცირეს", - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.
- ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის.
- გადამდგარმა ღარიბაშვილმა ივანიშვილს მადლობა 8-ჯერ გადაუხადა
- მიზანშეწონილად არ ჩავთვალე... - ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში არ უხსენებია
- ღარიბაშვილი: შეიძლება, პოლიტიკაში მოსვლა მომიწიოს
ღარიბაშვილი თანამდებობიდან ისე მიდის, არ იცის, სანქციებს გადაურჩა თუ არა
რატომ გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა ახლა - რას ამბობს ღარიბაშვილი