ანი მიროტაძე განმარტავს, რა ბედი ელოდება კობახიძეს, თუ "ოცნებისგან" ივანიშვილიც "გაიწევა"
ვინ გახდება ქართული ოცნების ახალი თავმჯომარე? - ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრების თქმით,"ოცნების" ყრილობა ოპტიმალურ ვადებში ჩაინიშნება.
ანი მიროტაძე ყრილობას განსაკუთრებულად ელოდება, რადგან მისი ვარაუდით, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილიც ღარიბაშვილის მსგავსად დადისტანცირდეს "ოცნებისგან" და დათმოს საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა.
რა ბედი ელოდება კობახიძეს, თუ "ოცნებისგან" ივანიშვილიც გაიწევა? - მიროტაძე ამბობს, რომ ამ შემთვევაში სრული პასუხსიმგებლობა კობახიძეზე გადავა და მას ძალიან ცოტა დრო დარჩება.
მისი თქმით, კობახიძე უკვე უპირობოდ წაგებულ ომშია.
ასეთი ცვლილებები არის შიგნით ვნებათაღელვის საფუძველი. რა თქმა უნდა იქნება ყრილობა და იქნება ყველაზე ოპტიმალურ ვადებში. ამაში ეჭვიც არ მეპარება. იქ ერთი საინტერესო დეტალია, თუ ახალი ყრილობა მარტო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს და ბიძინა ივანიშვილი კვლავ საპატიო თავმჯდომარე დარჩება, ე.ი. კობახიძეს ჯერ კიდევ აქვს ვადა. მაგრამ თუ მანაც გადაწყვიტა, რომ მისი ერთგული ქვეშევრდომების მსგავსად "ოცნებისგან" დისტანცირდეს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მთლიანად გადააბარებს პასუხსიმგებლობას ირაკლი კობახიძეს. გადაბარებული პასუხსიმგებლობა როგორ მთავრდება ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობა ამ ხელისუფლების წინააღმდეგია, როგორც სრულდება მგონი ძნელი წარმოსადგენი არაა. კობახიძე უკვე უპირობოდ წაგებულ ომშია, კიდევ უფრო ღრმად შევა. იცის თუ არა ეს არვიცი, ან რამდენად ღალატობს ან არ ღალატობს ალღო კობახიძის ქართველ და არაქარტველ მრჩევლებს", - ამბობს ანი მიროტაძე.
- ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის.
- გადამდგარმა ღარიბაშვილმა ივანიშვილს მადლობა 8-ჯერ გადაუხადა
- მიზანშეწონილად არ ჩავთვალე... - ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში არ უხსენებია
- ღარიბაშვილი: შეიძლება, პოლიტიკაში მოსვლა მომიწიოს
ღარიბაშვილი თანამდებობიდან ისე მიდის, არ იცის, სანქციებს გადაურჩა თუ არა
რატომ გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა ახლა - რას ამბობს ღარიბაშვილი